воскресенье, 15 мая 2011 г.


პროექტის სახელი:ფასიანი ქაღალდები.საფონდო ბაზარი(ბირჟა).
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები  შეისწავლიან სამეწარმეო საქმიანობის დაფინანსებაში ფინანსური ბაზრის როლის წარმოდგენას,ფასიანი ქაღალდების არსს და სახეებს.
პროექტის სრული აღწერა:
 დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე ფასიანი ქაღალდების ბაზარი აუცილებელია ყველა ადამიანისთვის.ეს ისეთი ბაზარია სადაც მიმდინარეობს სპეციფიკური საქონლით –ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ მოსწავლეებთან ერთად ვიმუშავოთ პროექტზე ,,ფასიანი ქაღალდები.საფონდო ბაზარი“
მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად და თითოეულ მათგანს ვაძლევ შემდეგი სახის დავალებებს:
1–ჯგუფი:
მოსწავლეებმა  მოიძიონ ინფორმაცია არსებული ფასიანი ქაღალდების სახეების  და მათი წარმოშობის შესახებ?
ეს ინფორმაცია მოიპოვონ ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე,ისტ–ს გამოყენებით გააკეთონ პრეზენტაცია.
2–ჯგუფი:
რა როლს ასრულებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის როლი ეკონომიკურ სისტემაში?
მოიძიონ ინფორმაცია ბიბლიოთეკაში,ინტერნეტში და მოპოვებული მასალა მოიტანონ ჩანაწერების სახით
3–ჯგუფი
რა ფაქტორები მოქმედებენ ფასიანი ქაღალდების კურსის ცვლილებებზე?
გააკეთონ ცხრილები, ფოტოალბომები,ჩანახატები
სამივე ჯგუფმა მოპოვებული მასალა წარმოადგინოს პრეზენტაციის სახით თუ რამდენად მომგებიანია ფასიანი ქაღალდების გამოყენება ცხოვრებაში.
ჯგუფებს მუშაობის დასრულების შემდგომ ევალებათ მოაწყონ  მოპოვებული ფოტოალბომების,
ჩანახატების და ცხრილების გამოფენა.


მონაწილეთა ასაკი:15–16წელი
ვადები/ხანგრძლივობა :3თვე
მიზნები/მოსალოდნელი შედეგები:
მოსწაავლეები ისწავლიან კვლევა –ძიების უნარის გამომუშავებას,შეეჩვევიან ინტერნეტთან მუშაობას და მიღებული ინფორმაციის დამუშავება–გამოყენებას პრაქტიკაში.გაერკვევიან ფასიანი ქაღალდების დანიშნულებაზე და მნიშვნელობაზე დღევანდელ ყოფა–ცხოვრებაში  .
სარგებელი სხვებისთვის:
დაინტერესებული პირები გაერკვევიან ფასიანი ქაღალდების წვლილზე მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში.
სამუშაო ენა:ქართული.
პროექტის ფასილიტატორი:ჟანა მირცხულავა
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:janamircxulava@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი